Digest Logo

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 243 ფაქტი გამოავლინეს

1752236520
უაქციზო სიგარეტი

მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 243 ფაქტი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ათივე ცნობით, აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ შეადგინა 68 588 ( 1 371 760 ღერი) კოლოფი სიგარეტი.

„შესაბამისი საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დადგენილი წესით გადაცემული იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად გადაიგზავნა სასამართლოში“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩემი უძლეველი რაზმი!“ - გია ბაღაშვილი ქალიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

⭕„გამარჯვების შემდეგ დასვენების დროა“ - ილია თოფურია მეუღლესთან ერთად მოგზაურობს

⭕„მოტივაცია ააყენებს ადამიანს ფეხზე, ხოლო დისციპლინა შორს წაგიყვანს“ - ზაზა ფაჩულია წარმატების ფორმულაზე