საგარეჯოში, სასტიკი დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივი სახელდება.
„კურიერის" ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილს ერთ-ერთ მოკლულთან კონფლიქტი ჰქონდა.
👉 საგარეჯოში მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია
თუ როდის დაიწყო და განვითარდა კონფლიქტი, დეტალები უცნობია.
საგარეჯოში, შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი ვალერი მათიაშვილი „კურიერს“ მომხდარის დეტალებს კლინიკიდან უყვება.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი, რომლებიც „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელი, 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი და საგარეჯოს მკვიდრი, ნოდარ ათუაშვილი გახლდათ.
ის თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან, 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. ნამყოფი იყო ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.
რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა? ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: