Digest Logo

„ბავშვებთან ერთად დაწოლილი მოვხოხავდით... არც ვიცოდი საიდან ისროდა“ - ადგილობრივი საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე

1674196747
ადგილობრივი

„მეძინა და სროლის ხმამ გამაღვიძა,“ - ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას ადგილობრივმა განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელი სავარაუდოდ, ორი აივნიდან ისროდა.

„გამიგია, რომ ჯარისკაცი იყო. ხან ერთ აივანზე გამოდიოდა, ხან მეორეზე. გამოვიქცეოდი ბავშვებთან ერთად დაწოლილი, მოვხოხავდით... არც ვიცოდი საიდან ისროდა“, - იხსენებს ადგილობრივი.

ყოფილი სამხედრო იყო, განდეგილად ცხოვრობდა და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა - ადგილობრივები თავდამსხმელზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

⭕გარდაიცვალა 4 და დაიჭრა 5 ადამიანი - საგარეჯოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

⭕ქალის მდგომარეობა მძიმეა - საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს

⭕🎥 საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

⭕გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილმა კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა