Digest Logo

სასამართლომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

1707743003
პროკურატურის შენობა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა.

„ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაზარალებულები ზესტაფონში მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოათავსა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕🎥 „აღტაცებით ელოდა ამ დღეს, თუმცა ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით ასეთ დასასრულს... ხუმრობით თქვა, წავალ მეც გავფრინდები შერეკილებივითო“ - კოლეგები მიშო ბიძინაშვილზე

⭕„დღეს, არ აგერიოთ ბოროტება სიკეთესთან, კარგად გაიაზრეთ ვისთან და რასთან გაქვთ საქმე“ - ასტროლოგის გაფრთხილება

⭕„ამ საშინელ ბრძოლაში გვერდით მუდმივად ცოლი ედგა... მარტო ამ ყველაფრის ფონზე, ცოტა უხერხული ხომ არ არის „მარიტასთან“ წასვლა რომ გადაუწყვიტეთ“ - მანუ მუკბანიანი