
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი სირიაში მიემგზავრება. ამის შესახებ გებრეისუსმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
🔵თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა
„მივემგზავრები სირიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, რაც ეფუძნება ჩვენს მრავალწლიან მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – წერს გებრეისუსი.
სირიაში, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 3 317 ადამიანი, დაშავებულია 5 245 პირი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: