Digest Logo

„ასე ჩახუტებულები უპოვიათ ეს ადამიანები სირიაში, ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში... რა არის სიყვარული? - ეს...“ - ლაშა მარგიანის ემოციური პოსტი

1676011480
ლაშა მარგიანი

პოეტი ლაშა მარგიანი ფეისბუკის პირად გვერდზე სირიაში დაღუპული წყვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მათი სიკვდილის მაგალითზე ადამიანს შეუძლია სიყვარულის და ღმერთის იწამოს.

🎥 5 წლის ჰაზალისა და მაშველი ექიმების ემოციური საუბარი - „გცივა? მკლავი გაუხსენით.. გცივა? ცოტა ხმადაბლა მეგობრებო, ასე არაფერი გამოვა“

„ასე ჩახუტებულები უპოვნიათ ეს ადამიანები,
სირიაში ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში.
რა არის სიცოცხლე? - არ ვიცი.
რა არის სიკვდილი? - არ ვიცი.
რა არის ცხოვრება? - არ ვიცი.
რა არის სიყვარული? - ეს...
როცა ჯვარზე გაკრულ ქრისტეს ვუყურებ,
სულ მინდა ვკითხო:
ღმერთო,
ნეტა როგორი იქნებოდა ცხოვრება,
ჩვენი ცოდვების ნაცვლად,
ჩვენი ტრაგედიები და ტკივილები
რომ გეტვირთა
და გამოგესყიდა - მეთქი...
ვიღაც შეხედავს და იფიქრებს,
რომ ღმერთი არ არსებობს,
რომ ისინი ასე არ დაიხოცებოდნენ,
რომ ღმერთი ამას არ დაუშვებდა,
რომ არ გაწირავდა მათ ასეთი სიკვდილისთვის.
ვიღაც კი შეხედავს
და ღმერთს სწორედ მათი სიყვარულით იწამებს.
ამ სამყაროში არ არსებობს სიყვარულზე უფრო დიდი სასწაული“, - წერს ლაშა მარგიანი.

 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘რას ჰყვებიან თურქეთში მცხოვრები ქართველები - „მოვასწარით, რომ გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა“

🔘„ვხედავ, უამრავი ადამიანი იღუპება...“ - თურქეთის მიწისძვრა ლელა კაკულიამ 14 წლის წინ იწინასწარმეტყველა

🔘ინფორმაცია თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის