Digest Logo

შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

1707483483
პედაგოგის დაკავება

საქართველოს პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

⭕🎥 „სოსო ჩემთან არის ყოველთვის, როგორც ლიკა...“- ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანს ემოციურად იხსენებს

⭕„იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი, დალურჯებული გქონდა მიმალავდი, რადგან...“ - ლუკა კურტანიძე სოსო ჯაჭვლიანთან ბოლო შეხვედრას ემოციურად იხსენებს