65 წლის ასაკში ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს თურქეთში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა გარდაიცვალა.
სპორტსმენი, მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, რომელიც სოსო ჯაჭვლიანის ახლო მეგობარი იყო, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სოსოსთან შეხვედრის ბოლო დღეს იხსენებს.
როგორც ლუკა კურტანიძე წერს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეგობარი, მაინც მომავალზე ესაუბრებოდა და იმედს არ კარგავდა.
„8 თებერვალი, ეს ის თარიღია, რომელმაც მითხრა, სოსო უფალთან წავიდა...
იცი სოსო, მთელი ეს წლები რაც ერთად ვიარეთ მიუხედავად ყველა სირთულის, სადაც სიკვდილი ძალიან ახლოს იყო, მე სულ შენი იმედი მქონდა და იცი რატომ?! იმიტომ რომ მჯეროდა შენი უღალატობის!
ქრისტეს შობამდე მომწერე, როცა ჩამოხვალ, ბორჯომის ხეობიდან მოდი მნახეო...
6 იანვარს შეგხვდი და იქაც, იმ მდგომარეობაში მყოფი, მომავალზე მესაუბრე. ის სიტყვა რაც დავით აღმაშენებლის საფლავზე ვთქვით 2011 წლის 25 დეკემბერს, ის ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი ერთგულებით.
იცი სოსო, მე შენი იმედი მაქვს, რომ არ დამტოვებ სადაც არ უნდა იყო. ჩემთან იქნები იმ უტეხი სულით, რომელსაც მე ასე ვაფასებდი და მჯეროდა ყოველთვის!
6 იანვარს, ბოლოს როცა გემშვიდობებოდი გახსოვს, ხელს რომ მიმალავდი?! იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი, დალურჯებული გქონდა მიმალავდი, რადგან არ გინდოდა ეგ ნატანჯი ხელი მენახა, იმიტომ რომ არ მტკენოდა.
კიდევ გინდოდა, შენგან იმედით სავსე წამოვსულიყავი და ხელს პლედი გადააფარე...
ამ პროცესში მივხვდი, რომ უძლიერესი ადამიანი სოსო ჯაჭვლიანი, უტეხი გმირი იყო ჩემს თვალწინ, რომელიც სიკვდილს უტეხად ებრძოდა და ამასთანავე ერთგულებაზე მომავალ ბრძოლაზე ძალას და იმედს მატანდი.
მოგკიდე ხელი, დაგიკოცნე ეგ ერთგულებით სავსე ხელი, შუბლზე მივიდე და გითხარი, მეიმედები... იცით?! ასე რომ მოვეფერე არ ელოდა და მითხრა - შენ შემოგევლე! შენ!“,- წერს ლუკა კურტანიძე.
მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი, 8 თებერვალს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ცნობილია, როდის და სად დაკრძალავენ სოსო ჯაჭვლიანს
⭕🎥 „სოსო ჩემთან არის ყოველთვის, როგორც ლიკა...“- ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანს ემოციურად იხსენებს