Digest Logo

სოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი შემთხვევით გასროლას ემსხვერპლა

1738669316
პოლიცია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში მომხდარ უბედურ შემთხვევას 24 წლის კაცი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, როგორც „ინფო რუსთავი“ წერს, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღიდან, ე.წ. ვინჩესტერიდან, გაუვარდა და ახალგაზრდა ბიჭს მოხვდა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 116-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება“ - 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ჩემო სუნთქვა, გილოცავ შენს მეგობრებთან ერთად... მჭირდები მე და ყველას“ – ალექსანდრე მიქელაძე, რომელსაც ორ კვირაზე მეტია ეძებენ, იუბილარია

⭕„ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო... დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე მისას, არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს“ - პასუხი ნანკა კალატოზიშვილსა და ეკა დემეტრაძეს