Digest Logo

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

1713448664
იმედის ჟურნალისტი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ „ქრონიკას“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, - აღნიშნა ანი წიკლაურმა.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მესტიაში მეწყერი ჩამოწვა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები“ - კაპიტონ ჟორჟოლიანი

⭕„არ ვიცი, ვის ოჯახში რა ხდება, დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ ეს ჩემთვის მიუღებელია და მორჩა!“ - თაკო აბაშიძე მშობლებზე, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვთ 

 ⭕ „საქართველომ თავისი ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა“ - ბაბი კირკიტაძე