Digest Logo

🎥 „ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა”- ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა

1780243538
როლიკა დავითაძე

ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა ცნობილია. დაღუპული 45 წლის როლიკა დავითაძეა.

მოკლულის ვინაობა palitravideo.ge-მ გაარკვია.

შემთხვევა სევერიანე აჭარელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

„ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა. 8 ჭრილობა მიაყენეს კაცს. სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს, ტირილი დაიწყეს“ - ამბობენ ბათუმში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები გამოცემა „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 108-ე [განზრახ მკვლელობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღება] მუხლებით მიმდინარეობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც ფანტავს ყოველგვარ ბუნდოვანებას“ - თამუნა იოსელიანი 31 მაისის ლურჯ მთვარეზე

⭕ საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

⭕ „იმის ყურება, როგორ იქეცი ყველაფრად, რაზედაც ოდესღაც ლოცულობდი და ოცნებობდი, ჩემთვის ყველაზე ლამაზი რამ იყო“ - ნიცა თავაძე