Digest Logo

10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო

1746869849
წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბაბუებსაც აქვთ საკუთარი მოლოდინები...“ - რას წერს გია მურღულია შვილიშვილზე?

🎥 პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

🎥 „ბედნიერი ბავშვი ჯანმრთელია...საკმაოდ დიდი ხანი იყო მამა ჩემგან იზოლირებული...“- რას ჰყვება ბიძინა კულუმბეგოვი?