
ხვალ, 12 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილის N36-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 12 ივნისს, ღამის 22:00 საათიდან 13 ივნისის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში - რუსთავის გზატკეცილის N48-54, N247-271; მარნეულის, ვაგზლის, ღოღობერიძის, სურგულაძის, ბესარიონ ლომინაძის, ანდრო ჟორდანიას, ამირან და ვახტანგ კაპანაძეების, ვირსალაძის, მოსიძის, დავითაიას და ბერუაშვილის ქუჩებს.
აგრეთვე, ფონიჭალის მე-3 მიკრორაიონის N2-30 (ლუწ ნომრებს); ზემო ფონიჭალას, გიგანტის, აჭარლების, სვანების, ზოოვეტის, თელეთის დასახლებებს. სოფლებს: ჭალას, ფონიჭალას, კრწანისს, თელეთს, კუმისს და წალასყურს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წამის მეასედში გაქრება ყველაფერი, რაც აქამდე გამძიმებდა...“ - როგორ დავაღწიოთ თავი უიმედობას?
🎥 „გილოცავ პრინცესა...“ - როგორ აღნიშნა თათია თექთურმანიძემ დაბადების დღე