Digest Logo

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი - „ლუის ენრიკემ კვარაცხელიაზე მითხრა, ის ფინალში ცალი ფეხითაც ითამაშებსო“

1749636100
 ხვიჩა კვარაცხელია

კატარულ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ამბავი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

ფრანგული გრანდის მეპატრონემ გაამხილა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშზე დაშავდა და იყო საფრთხე, რომ ფინალს გამოტოვებდა.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის პსჟ ძალიან მშვიდად ემზადებოდა. თუმცა შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშზე დაშავდა და პსჟ-ის ექიმის ჩარევა გახდა საჭირო. ვხედავდი, ხელით როგორ აიყვანეს, რადგან დამოუკიდებლად სიარული არ შეეძლო.

ვარჯიშის შემდეგ ლუის ენრიკემ მითხრა: „კვარა თუ კარგად იქნება, ითამაშებს, თუ არა, მის ნაცვლად მოედანზე სხვა გავა“.

გვინდოდა, მატჩის წინა დღეს „ალიანს არენაზე“ ვარჯიშიდან გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ თავად არ ისურვა დასვენება.

ლუის ენრიკეს გაეცინა: „ცალ ფეხზე დგომის შემთხვევაშიც კი მოუნდება თამაში“.

ასეთია ჩვენი მოთამაშეების მენტალიტეტი. მათ უყვართ ფეხბურთი და ვარჯიშის შემდეგ ისინი ბავშვებივით აგრძელებენ ერთად თამაშს. ეს ხომ მათი ცხოვრებაა. საბოლოოდ, ხვიჩა კვარაცხელიამ არა მხოლოდ ითამაშა, არამედ ძალიან კარგიც იყო, მეოთხე გოლი გაიტანა „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში“, – ამბობს „პსჟ“-ს პრეზიდენტი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ძუნწი შეიძლება სამოთხეში მოხვდეს, მაგრამ იქ თავისთვის ნეტარებასაც გამოიზოგავს...“ - რას წერს გია მურღულია

🎥 „დაკავშირებულია ნარცისულ ან შერეული პიროვნული აშლილობის ელემენტებთან...“ - როგორ ამოვიცნოთ ენერგეტიკული ვამპირები ჩვენს ცხოვრებში

⭕„შეშინებულ სულთანს 7000 ტყვეც სრულად გაუთავისუფლებია და საქართველოში გამოუშვია...“ - გიორგი ლობჯანიძე „ლომისობის“ დღესასწაულზე

წყარო: 1tv.ge