Digest Logo

🎥 „წამის მეასედში გაქრება ყველაფერი, რაც აქამდე გამძიმებდა...“ - როგორ დავაღწიოთ თავი უიმედობას?

11 ივნისი 12:11
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად დეკანოზის ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე,  ვრცელდება ვიდეო სადაც მოძღვარი უიმედობის სულიერ წამალზე საუბრობს:

„გზა, პრაქტიკა რა გავაკეთო იმისათვის რომ უიმედო მდგომარეობიდან გამოვიდე. როგორ ვიპოვო გზა, სად არის? ვფიქრობ რომ მაპოვნინა გზა კარგად ვიქნები. და მოდის ღმერთი ადამიანად, მას ჰქვია იესუ და მეუბნება - მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ სიცოცხლე.

თუ ჩემმა გულმა სიხარულით ამოიყვირა აი ეგ არის რაც მე მინდოდა, მოდის სიტყვები, გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე - წამის მეასედში გაქრება ყველაფერი რაც აქამდე გამძიმებდა. გაქრება უიმედობა, იმიტომ რომ ის ვინც ამას მეუბნება ამავე დროს არის ყოვლის შემძლე, ტრანსცედენტული ყოფიერების საწყისი. გაქრება ყოველგვარი დეპრესია და ნევროზი. ჩემი ცხოვრება იტვირთება დიადი საქმით. იმდენად დიადია ეს საქმე რომ ერთი წამი მოცდენა აღარ შეიძლება. მუდმივად უნდა უნდოდეს ჩვენ გულს მისი ერთგულება. ნებისმიერი ადამიანი განიკურნება და მივიღებთ მას, რომელიც სულ გახარებულია. სინამდვილეში კი ყველაზე ბრძენია“, - ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გილოცავ პრინცესა...“ - როგორ აღნიშნა თათია თექთურმანიძემ დაბადების დღე

⭕„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი - „ლუის ენრიკემ კვარაცხელიაზე მითხრა, ის ფინალში ცალი ფეხითაც ითამაშებსო“

⭕„ძუნწი შეიძლება სამოთხეში მოხვდეს, მაგრამ იქ თავისთვის ნეტარებასაც გამოიზოგავს...“ - რას წერს გია მურღულია