
13 წლის წინ 17 წლის ბერი, ანდრია მძიმე სენით გარდაიცვალა. მისი დედა, თინათინ ჩხვიმიანი, რომელიც ბერი ანდრიას სახელობის ფონდს უდგას სათავეში და პატარა ონკოპაციენტების მკურნალობასა და შემდგომ რეაბილიტაციაზე ზრუნავს.
დედა თინათინი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც მამა ანდრიასა და ფონდზე ისაუბრა:
„ძალიან მინდოდა სოხუმი მენახა, მაგრამ იმდენი ადამიანი გარდაიცვალა, ვისაც ძალიან უნდოდა ნახვა, მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი ძმა, რომელიც ახლახან დავკრძალე.
მამა ანდრიას სოხუმი არასდროს უნახავს, მაგრამ თავის წიგნში აღწერილი აქვს ჩემი მონაყოლი, როგორი იყო. იმდენად უყვარდა, სულ არ იცოდა რა უყვარდა, მაგრამ ძალიან უყვარდა ზღვა და მითხრა, დე, სოხუმში თუ ვერ დავბრუნდებით ბათუმში, ზღვასთან ახლოს, პატარა რაღაც მაინც ვიყიდოთო. დაბრუნება მაინც მინდა, მაგრამ იქ იმდენი ვიღაც აღარ არის, დამბრუნებელიც ძალიან ცოტა დავრჩით.
ღვთის მადლი და წყალობა, მამა ანდრიას მადლი მაძლიერებდა. მარტივად ვაკეთებდი ყველაფერს, რაც დრო გადიოდა მეტად ვმძიმდებოდი. 13 წელია ფონდი არსებობს და ამ წლების განმავლობაში რამდენი შვილი გავუშვი მამა ანდრიასთან სასუფეველში, ეს სიმძიმე მემატებოდა, მაგრამ როდესაც ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა, ახლა ეს რომ შეწყვიტო და გაჩერდე, მივხვდი, პირიქით, უფრო დავმძიმდები.
ჩემი ტკივილი არსად წავა, მიღირს მათი დახმარება, რამდენი ბედნიერი დღე ვაჩუქეთ“, - ამბობს თინათინ ჩხვიმიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე სპორტული, სიმპათიური“ - ირაკლი მაქაცარია სპორტდარბაზში ვარჯიშობს