Digest Logo

15 ივლისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, მინდელის ქუჩის მიმდებარედ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

1752502268
ჯორჯიან უოტერ ენდ ფაუერი

ხვალ, 15 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, მინდელის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 15 ივლისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 15 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 16 ივლისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ნუცუბიძის I მ/რ-ის N1-10, N16-ს, ნუცუბიძის მე-2 მ/რ-ს, ნუცუბიძის N211-ის N1, 2, 3, 4-ს, ნუცუბიძის N217, N221 და N223-ს, ვაჟა-ფშაველას V კვ-ის N4-ს, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, იოსელიანის, ძოწის, ჟღენტის ქუჩებს. შავგულიძისა და ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს. ნუცუბიძის I მიკრორაიონის N1-10, N16-ს, ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონს, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტალის N4-ს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ აღმოვაჩინოთ ანევრიზმა 5 წლით ადრე სანამ განვითარდება? - კოტე თოდუას რჩევები

⭕„წარმოსახვა ქმნის ახალ რეალობას და ის ზოგჯერ ნამდვილზე მნიშვნელოვანია...“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, შვილიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო“ – საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია