
15 მარტი ცნობილი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის დაბადების დღეა.
ლევან თედიაშვილი იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი. ასევე გახლდათ მსოფლიო თასის მფლობელი და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში.
თედიაშვილი 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.
1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.
ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.
1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი.
ლევან თედიაშვილი 2024 წლის 17 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია საგარეჯოში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თაკო ტაბატაძე შეყვარებულს დაშორდა?! - მორიგი სკანდალი მსახიობის ირგვლივ