დღეს, 15 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ დაბადების დღეა, ტელევიზია 21 წლის გახდა.
ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სტატუსს აქვეყნებს და იუბილეს ზეიმობს, როგორც იგი წერს აქ უკვე 15 წელია მუშაობს და დღეს მისი ოჯახის დაბადების დღეა.
„21 წლის ბრჭყვიალებიც დაჭერილია! სულ ასეთი ციმციმით წინ და წინ!
ნომერ პირველი ტელევიზიის დაბადების დღეა დღეს! ულაპარაკოდ #1 - რეიტინგით, სანდოობით, მაყურებლის სიყვარულით.
და ამას ვგრძნობ ყოველ წამს! სიმართლე თუ გინდათ, ჩემთვის ოჯახის დაბადების დღეა.
ამ სახლში ვცხოვრობ უკვე 15 წელია, ვინ მოთვლის რამდენი დღე, ღამე, წუთი, წამი, სიცილი, ტირილი, ძილი, უძილობა, სიხარული და ნერვიულობა გამოვიარე აქ.
რაც მთავარია, ეს ტელევიზია და მთელი გუნდი სულ ვეხმარებით ერთმანეთს, რომ ყოველი ნაბიჯი იყოს წინ!
ასეა და ასეც იქნება #აქიმედია“, - წერს მარიკა ბაკურაძე.
ცნობისთვის, „იმედის“ დაბადების იდეა ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნის. არხის 21-წლიანი ისტორიის განმავლობაში იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. ის, რომ არხი დღეს ეთერშია და მაუწყებლობს, ამაში დიდი წვლილი მაყურებელს მიუძღვის.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თაკო ტაბატაძე შეყვარებულს დაშორდა?! - მორიგი სკანდალი მსახიობის ირგვლივ