Digest Logo

17-24 აგვისტოს საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

1786728972
 საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებისათვის მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 24 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით ჩაიკეტება.

მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-სართიჭალა-საგარეჯო-თოხლიაურის საავტომობილო გზაზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა დროს შენი წასვლა იყო?...სიტყვებს ვერ ვპოულობ...“ - გოგა ჩანადირი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალებაზე

⭕ ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

⭕ რა უნდა ვიცოდეთ „ზაფხულის დაავადებების“ თავიდან ასარიდებლად