
მომღერალი თემურ თათარაშვილი სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც კომპოზიტორ ზურა მჟავიაზე ისაუბრა:
„7 წლის ვიყავი როდესაც მიმიყვანეს პროფკავშირების კულტურის საბავშვო ანსამბლში. ალეკო კვაშალი უკრავდა იქ. ხელმძღვანელები იყვნენ ზურა და ჟენია ჭავჭანიძე. 19 წლის ასაკში მხვდა ბედნიერება წილად, სადაც ანსამბლთან ერთად ვიმღერე ზურიკოს „აღმაშენებელი“. დიდი კონცერტი იყო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. მერაბ სეფაშვილიც იყო. შემდეგ გავიდა წლები და მომინდა ამ სიმღერის ჩაწერა. სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით ჩავწერო. ოღონდ მინდოდა ანსამბლ „ჰერიოსთან“ ერთად ჩამეწერა“, - ამბობს თემურ თათრაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე ზურაბ მჟავიას ერთგული და აღტაცებული მსმენელი ვარ...“ - მარიკო კვალიაშვილი
🎥 პროსტატის კიბო: ნიშნები, სიმპტომები, მკურნალობა - კოტე თოდუას რჩევები