Digest Logo

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 37 წელი, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წელი გავიდა

1775679905
9 აპრილი

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. ამ დღეს, 1989 წელს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ხოლო ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

37 წლის წინ დატრიალებულ სისხლიან მოვლენებს ძირითადად ქალები, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ:

⏺ თამარ ჭოველიძე – 16 წლის
⏺ აზა ადამია – 22 წლის
⏺ ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის
⏺ ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის
⏺ ნატო გიორგაძე – 23 წლის
⏺ თამუნა დოლიძე – 28 წლის
⏺ თინა ენუქიძე – 70 წლის
⏺ ნინო თოიძე – 22 წლის
⏺ ზაირა კიკვიძე – 61 წლის
⏺ მანანა ლოლაძე – 34 წლის
⏺ თამარ მამულაშვილი – 50 წლის
⏺ ვენერა მეტრეველი – 45 წლის
⏺ მამუკა ნოზაძე – 21 წლის
⏺ ნანა სამარგულიანი – 41 წლის
⏺ შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის
⏺ მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის
⏺ ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის
⏺ ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის
⏺ მზია ჯინჭარაძე – 43 წლის
⏺ მანანა მელქაძე – 26 წლის
⏺ გია ქარსელაძე – 25 წლის

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არავის მივცემ უფლებას, ჩემი შვილების დედაზე ცუდად ილაპარაკოს“ – რას წერს მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე

⭕„ამ საუკუნეში სიშიშვლე არ უნდა გვაკვირვებდეს და არც ნაწარმოების ხელშეუხებლობაზე უნდა ვიგლეჯდეთ თმას“ - რას წერს რუსკა მაყაშვილი რობერტ სტურუას სპექტაკლზე

⭕ჰანდე ერჩელის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი ცნობილია - რას წერს თურქული მედია პოპულარულ მსახიობზე?