
2 იანვარს საქართველოში ბედობას აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, საქართველოში, ამ ტრადიციამ საუკუნეებს გაუძლო.
ძველ დროში მიჩანდათ, რომ როგორც შეხვედებოდნენ ბედობას, მთელ წელს ისე გაატარებდნენ. ტრადიციის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.
ამ დღეს ოჯახები, არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან.
ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფობდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.
ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველ აღიქვამდნენ.
საქართველოში ბედობას ორჯერ - 2 და 15 იანვარს აღნიშნავენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„6 ბავშვი უთითოდ ხვდება 2022 წელს“ - ჟურნალისტის ემოციური პოსტი
🔵„ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდამ ბამბა გამოგვაცალე“... - ილია ჭავჭავაძე
🔵გაინტერესებთ როგორ უნდა გამოხვიდეთ ნაბახუსევისგან მარტივად?