
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ჟურნალთან „სარკე“ მეტეხის ხიდთან დაკავშირებულ მისტიკურ მოვლენებზე საუბრობს.
ადგილის მიმართ საზოგადოების ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთმანეთის მიყოლებით მეტეხის ხიდიდან რამდენიმე მანქანა გადავარდა.
- მეტეხის ხიდთან მომხდარი უბედური შემთხვევები, შესაძლებელია, რომ ანომალიური ველის გაძლიერების შედეგი იყოს?
„დიახ. თავის დროზე მეტეხის ხიდთან ბევრი ჭაობი იყო, რომლებიც ამოაშრეს და ითვლება ანომალიურ ადგილებად. გასული საუკუნის 90-იან წლებში მაგ ზონაში უცხოპლანეტელებთან კონტაქტიც შესაძლებელი იყო, განსაკუთრებით, გვირაბებში.
მეტეხის ხიდის გვერდით კიდევ მიდის ერთი გზა, სადაც არის გვირაბი და იქ უცხოპლანეტელების ანომალიური შემთხვევებია დაფიქსირებული. ახლა ამაზე არავინ საუბრობს, რადგან საზოგადოება მზად არ არის, ეშინიათ, ხალხი პანიკამ არ მოიცვას.
თავის დროზე მკვლევარმა თალეს შონიამ ამის შესახებ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“, რასაც დიდი ამბები მოჰყვა და პუბლიკაციები შეწყდა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ია დუდაშვილი შვილების ფოტოებს გვიზიარებს - „საოცარი ბავშვები, ღმერთმა დიდი გოგოები გაგიზარდოთ“
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის აპრილში გარკვეული სირთულეები ელოდება