Digest Logo

🎥 „2012 წელს აქციაზე, სპეცდანიშნულების რაზმმა შემოგვარტყა ალყა და გვესროლა რეზინის ტყვიები, მოგვიშვირა წყლის ჭავლი და მხუთავი აირი, ადგილი არ დაგვიტოვეს გამოვსულვიყავით...ძალიან გთხოვთ კარგად დაფიქრდით ვის გვერდით დგახართ“ - ანასტასია კილაძის მიმართვა

1732099568
 ანასტასია კილაძის მიმართვა

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანასტასია კილაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც საუბრობს იმაზე თუ როგორ დაარბიეს მიტინგი 2012 წელს, რომლის მონაწილე თავადაც იყო.

როგორც იგი ჰყვება, მაშინ 18 წლის იყო და ნათლად ახსოვს ის მეთოდები, რაც მაშინდელმა პოლიციამ და სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად გამოიყენა.

„მაშინ, როდესაც გავრცელდა ციხის კადრები და ადამიანები 9 საათის შემდეგ ქუჩაში ვერ გავდიოდით, რადგან უკლებლივ ყველას იჭერდნენ და ვერც ტელეფონზე ვსაუბრობდით თავისუფლად, ცხედრებს პოულობდნენ სახურავზე დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელიც რეალურად იყო მშვიდობიანი და არა ისეთი როგორიც დღეს არის. 

მაშინ როდესაც ახლა სასწრაფოს მანქანებს არ ატარებთ, გარშემო ყველაფერს წვავთ და ანადგურებთ მაშინ მართლა მშვიდობიანად ვიდექით და ვაპროტესტებდით და ვიბრძოდით საქართველოს მომავლისთვის. 

2012 წლის აქციაზე მოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი შემოგვარტყეს ალყა და გვესროლა რეზინის ტყვიები, მოგვიშვირა წყლის ჭავლი და მხუთავი აირი, დაშავებულები ვიყავით. მოგვიწია ეს ყველაფერი აგვეტანა, რადგან ფიზიკურად არ დაგვიტოვეს ადგილი რომ გავსულიყავით. 

დღეს კი სწორედ იმ ადამიანებთან ერთად დგახართ აქციაზე, რომლებიც მაშინ იყვნენ ქვეყნის სათავეში და ჩვენმა თაობამ ყველაფერი გააკეთა მათგან თავის დასაღწევად. ძალიან გთხოვთ კარგად დაფიქრდით ვის გვერდით დგახართ და რას აკეთებთ, რადგან ის ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ საკუთარ თავზე გაიარა“, - ამბობს ანასტასია კილაძე. 

 

@anastasia.kili

 

♬ original sound - Anastasia.kili

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის ელოდება იღბლიანი დღე და რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე? - 20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ჯანმო: საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა, 10 ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია

⭕„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, პირველ რიგში, არის სწორედ ამ ბიჭების შეურაცხყოფა… ეს ნიშნავს კრიტიკის და ანალიზის აუცილებლობას და არა წყევლას და გინებას“ – გიორგი კეკელიძე საქართველოს ნაკრებზე