წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.
წელს ეს დღესასწაული 16 აპრილს აღინიშნება, სადაც როგორც ყოველთვის უამრავი წყვილი იმყოფებოდა.
ერთ-ერთი მათგანი ამ დღესასწაულის მადლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2019 წლიდან დადიან ტაძარში მოსალოცად და დღეს, ამ დღის მადლით მათ უკვე ტყუპები ჰყავთ.
„2019 წლიდან დავდივართ წაჩხურობაზე, იმედი არასოდეს არ დაგვიკარგავს.
2024 წელს ამოვედით და ოქტომბერში გავიგე, რომ ტყუპებზე ვიყავი ორსულად, მადლიერი ვარ ამ ტაძრის და ამიტომ ამოვიყვანე ორივე ბავშვი“, - ჰყვება ქალი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, როდის და სად იხსენება საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტი
⭕ დღეს, 16 აპრილს, მარტვილში „წაჩხურობა“ აღინიშნება - რწმენა და იმედი უშვილოებისთვის