Digest Logo

„2026 წლის დასაწყისიდან „ვილიარეალში“ ერთ-ერთი საუკეთესოა, გოლები საუკეთესოების ტემპით გააქვს“ - AS გიორგი მიქაუტაძეზე

1771530720
გიორგი მიქაუტაძე

ესპანური გამოცემა AS-ი გიორგი მიქაუტაძეზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც იმ სტატისტიკაზეა საუბარი, რაც ქართველ ფეხბურთელს 2026 წელს აქვს.

„ვილიარეალისთვის“ მიქაუტაძე ახლა შეუცვლელი ფიგურაა, რასაც ის მოედანზე ამტკიცებს. 2026 წელს ლა ლიგაში მასზე უფრო შედეგიანი მალიორკას ფორვარდ ვედათ მურიქია, ხოლო ასევე 5 გოლი აქვს გატანილი რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორისაა კილიან მბაპე.

„გიორგი მიქაუტაძე 2026 წლის დასაწყისიდან „ვილიარეალში“ ერთ-ერთი საუკეთესოა. ქართველი თავდამსხმელი უკვე ლიგის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მოხვდა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მან ლა ლიგაში ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც მას 2026 წელს ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად აქცევს. მხოლოდ ვედათ მურიქის აქვს შვიდი გოლით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ქართველ თავდამსხმელს. გარდა ამისა, მიქაუტაძეს იმდენივე გოლი აქვს გატანილი, რამდენიც ბუდიმირმა, ოიარზაბალმა, მბაპემ და ბორხა იგლესიასმა გაიტანეს (5-5).

„ვილიარეალის“ თავდამსხმელი უკვე შედის ლა ლიგის ათ საუკეთესო ბომბარდირს შორის და ამჟამად გუნდის მეორე საუკეთესო ბომბარდირია ალბერტო მოლეიროს შემდეგ, რომელსაც 9 გოლი აქვს გატანილი. სეზონის პირველ ნაწილში სამი გოლის გატანის შემდეგ, მან უკვე 5 გოლი გაიტანა 2026 წლის 8 მატჩში“, - წერს AS-ი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიმბას მიწაზე მივდივარ, ძმაო...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიო ჯობავა

⭕„მთელი დღე არ გაჩერდით და არ დაგეზარათ ამდენი სიყვარულის გამოგზავნა...“ - გოდერძი შარაშია საზოგადოებას მადლობას უხდის

⭕„ეკლესიურობა არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა...“ - თეოდორე გიგნაძე

წყარო: newshub.ge