Digest Logo

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ ამ დღეს?

1732135106
მთავარანგელოზობა

21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, გლდანის და ა.შ.

მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ. ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი.

ტროპარი:

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შემზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთაჲთა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

კონდაკი:

მთავარანგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოჲსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცთომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით და დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გვქონდა პატივი შევხვედროდით და გვესაუბრა მეფესთან“ - ლელა მებურიშვილი ბუკინგემის სასახლეში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

🎥 „კოჭლობით მივედი მისაღებ ოთახში და ვხედავ მამაჩემი სულ სისხლშია” - შემზარავი დაყაჩაღების ამბავი ზაზა ხუციშვილი ოჯახში

🎥 როგორ მოხვდა ზაზა ხუციშვილის სიმღერა ჰოლივუდის ფილმში - „როცა მსახიობების ჩამონათვალი ვნახე თვალებს არ ვუჯერებდი”