Digest Logo

🎥 „26 სექტემბერს გაუვიდა ვადა...შარდის არასასიამოვნო სუნიც არის... აქ ადამიანი იძინებს მგონი...“ - „სახალხო კონტროლი“ შოკის მომგვრელ ვიდეოს აქვეყნებს

1739969517
სახალხო კონტროლი

გადაცემა „სახალხო კონტროლი“ და მისი წამყვანები, მადონა კოიძე და ლიზა ვადაჭკორია, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე სასაუზმეს ესტუმრნენ.

ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს ანტისანიტარია დახვდა:

„მაიონეზს 26 სექტემბერს გაუვიდა ვადა. ლაგდება ყველაფერიო და აურზაურია საშინელი. იმედია დალაგდება, მაგრამ აქ სასწაული ანტისანიტარია და სიბინძურეა. ქვაბები სუფთაა სავარაუდოდ ახლები არის. სუნიც ძალიან არასასიამოვნოა. კედლები და იატაკები მოსაწესრიგებელია. თუ რამე არის გადასაყრელი ახლა კი არ უნდა გვეუბნებოდეთ, აქამდე უნდა გადაგეყარათ. ხელსაბანი საშინელებაა, აქვეა საპირფარეშოც, აქ რეცხავენ ჭურჭელსაც სავარაუდოდ, ამაში ვერავინ დამარწმუნებს“, - ამბობს მადონა კოიძე ვიდეოში.

ვიდეოდან ირკვევა, რომ გადაცემა სახალხო კონტროლს დაუკავშირდა მოქალაქე, რომელმაც უთხრა, რომ ობიექტზე პერსონალს ეძინა:

„ნესტის სუნია რადგან სარდაფია, შარდის არასასიამოვნო სუნიც არის. აქ ადამიანი იძინებს მგონი, საბანია გადასაფარებელი არ არის. მე აქ მივირთმევდე საჭმელს და ფეხი ჰქონდეს აწეული ნორმალურია? ჰიგიენის თვალსაზრისით არასასიამოვნოა“, - ჰყვება ლიზა ვადაჭკორია.

ვიდეოში, „სახალხო კონტროლი“ მარჯანიშვილზე არსებულ თურქულ ერთ-ერთ პოპულარულ კვების ობიექტზე „ნასიმში“ შევიდა.

მადონა კოიძემ, რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინა, თუმცა კრიტიკულად შეუსაბამო არა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორ შეხვდა 70,000 გულშემატკივარი ნიკოლოზის სტადიონზე გამოსვლას...“ - რას ამბობს გიორგი გველესიანი?

🎥 „მინდა ჩემს გვერდით იყო, არა იმიტომ რომ გამაბედნიერო, არამედ ჩემი ბედნიერება გაგიზიარო...“ - რატომ ვცოცხლობთ დიდხანს, როცა დიდი სამეგობრო წრე გვყავს?

🎥 „არ ბერდება, ტყუილია ეს...“ - როგორ აღიქვამენ სიყვარულს ცნობილი კაცები?