Digest Logo

28 მარტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

1743084623
ჯორჯიან უოტერ ენდ ფაუერი

ხვალ, 28 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ჯივიპის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 28 მარტს საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 28 მარტს, საღამოს 22:00 საათიდან 29 მარტის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს, ნავთლუღის II დასახლებაში რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და მეტრეველის ქუჩებს; იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას, ცისკარას, ოდიშელიძის, ფრისის, ალადასტურისა და კვირიკაშვილის ქუჩებს; გიგანტისა და ზოოვეტის დასახლებებს, ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, ვაგზლის ქუჩას.

ასევე, სოფლებს: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს, ფოლადაანთკარს, ფონიჭალას, ჭალასა და თელეთს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ცეკვით გამოხატავენ მადლიერებას...“ - რას ჰყვება ოფთალმოლოგი, რომელიც ნეპალში მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარებას უწევს?

⭕თაკო ჩხეიძის საგაზაფხულო ლუქი - „საოცრად მოდური“

🎥 „ბრძოლის წინ იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან...“ - რას ჰყვება ლაშა ბექაური