Digest Logo

4-წლიანი განშორების შემდეგ, ალექსანდრე ზაზარაშვილი სამშობლოში დაბრუნდა - რას წერს მომღერალი

1706193859
ალექსანდრე ზაზარაშვილი

ქართველი მომღერალი 16 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი, ნიუ-იორკში წარმატებით მოღვაწეობს და მუსიკალურ სფეროში თავის ადგილს იმკვიდრებს.

იგი 4 წელია საქართველოში არ ყოფილა. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ კი საქართველოში პირველად ჩამოვიდა.

მომღერალი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„4 წლის შემდეგ…

თვითმფრინავიდან რომ გამოვდიოდი, არ მჯეროდა, რომ ძლივს დედაჩემს, ჩემს დას, ჩემს ოჯახს ჩავიკრავდი გულში ამდენი ხნის შემდეგ, ფეხსაც ვითრევდი ბარგის აღების დროს, არ ვიცოდი როგორ მივსალმებოდი მათ.

რამდენი რამ გამოვიარე და იმისდა მიუხედავად, რომ ფიზიკურად ჩემთან არ იყვნენ, მათმა სითბომ და სიყვარულმა ყველაფერი გადამატანინა!

დღეს მე ვარ უბედნიერესი, ჩემს ოჯახთან ერთად, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად ვაფასებ!

თქვენს გამო ყველა მწვერვალს დავიპყრობ. ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა! მიყვარხართ.

საქართველო, გამარჯობა“, - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/100008939010402/videos/275774145283551

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა უნდა გააკეთოთ, თუ კრედიტორები ვალის გადახდის მომენტის დადგომისას იმალებიან, ან სხვა მეთოდებით თავს არიდებენ თანხის მიღებაზე

„სანამ არ შევალთ, მანამდე ალბათ ვერ დავიჯერებთ... თბილისში დღემდე ქირით ვცხოვრობთ“ - რას ამბობს თედო ბექაურის მეუღლე

„ვერ ვხვდები, რატომ ჰგონიათ, რომ ბედნიერებისთვის საჭიროა გვერდით საყვარელი ადამიანი“ - ინდირა ჯგერნაია