
IFMGA-ს მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე ტრაგიკულად, ექსპედიციის დროს დაიღუპა.
ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვამ ქართული საზოგადოება ძალიან დაამწუხრა. დღეს, 30 ივნისს, ნიკოლოზ ფალიანის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, ამ დღესთან დაკავშირებით მისმა დამ, ქეთი ფალიანმა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა.
„40 საშინელი დღე, 40 სევდიანი დღე ნიკოს გარეშე ყველა დღე სევდიანი იქნება უშენოდ... ჩემო ტკბილო. ეს ფოტო 2024- წლის „ლამპრობაზეა“ გადაღებული...
„ლამპრობაზე“ სულ ერთად მივდიოდით მთელი ოჯახი, ძალიან მოსწონდა ეს ტრადიცია, ვინც არ იცოდა ამ ტრადიციის შესახებ, ყველას აცნობდა.
არამარტო ლაპმრობა, სხვა სვანურ ტრადიციებზეც საუბრობდა და აცნობდა, მის უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს გაკვირვებულებს ტოვებდა...
მის ბოლო ფილმსაც სწორედ „ლამპრობა“ დაარქვა...
შემდეგ „ლამპრობაზე“ უშენოდ მოგვიწევს მისვლა... და თან შენს სასაფლაოზე მოგვიწევს მოსვლა ... საშინელება ეს ყველაფერი!
ამ ყველაფრის გააზრება ცალკე უდიდესი ტკივილია, რომ ვერაფერს ვცვლით... არაფერი რომ არ შეგვიძლია... ჩემო ტკბილო, ჩვენო უდიდესო ტკივილო, გაუსაძლისად გვენატრები
სიგიჟემდე მიყვარხარ და მენატრები... ჩვენი ოჯახის ყველაზე დიდი ძალა და ყველას გზამკვლევი ნიკო, თეთეს უდიდესი სიყვარული“, - წერს ქეთი ფალიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სად გარბიხართ?“ – ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ტრენდულმა ვიდეომ გამომწერები გაახალისა
🎥 ზიანი თუ სარგებელი: რა უნდა იცოდეთ ყინულის კუბებით სახის გაწმენდის დროს? - დერმატოლოგის რჩევები!