Digest Logo

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

1766502148
5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა.

შესაბამისი დადგენილება დღეს გამოქვეყნდა.

„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას;

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე;

დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე შვეიცარიაში ისვენებენ

⭕„ეს იყო უდიდესი სიამოვნება“ - რა კადრებს აქვეყნებს მაკა ზამბახიძე

⭕„წარწერა „უშაქრო“ არ ნიშნავს ჯანსაღს“ - რა უნდა წავიკითხოთ ეტიკეტზე და რას მალავენ მარკეტინგული სიტყვები - კვების კონსულტანტის რჩევები!