Digest Logo

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა

1707298484
ნატა ფერაძე

ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა. მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდაცავებმა საკუთარ სახლში  2 თებერვალს, დააკავეს და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ადმინისტრაციული პატიმრობა სამებაში, ხატისთვის, რომელზედაც სტალინიც იყო გამოსახული, საღებავის შესხმის გამო მიუსაჯეს.

ნატა ფერაძის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, მან საჩივარი არ მიიღო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

🎥 უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან - ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი

„ახალგაზრდებთან ერთად ვიდგები, ჩემი შვილების, ახალგაზრდების უკეთესი მომავლის გარანტიისთვის…“ - რას წერს იზა ომაძე

„ანგელოზი სამი შვილი ერთი ოჯახიდან, ტყუპი გოგოები... დედა წასული საზღვარგარეთ შვილებისთვის“ - ბაღდათში 5 ადამიანს ეძებენ