Digest Logo

„57-ე სეზონი მე მათთან ვარ, სიკეთის, წარმატების სიყვარულის მეტი არაფერი შემხვედრია...“ - თემურ ხუნაშვილი თელავის თეატრზე

1775507823
 თემურ ხუნაშვილი

თეატრის მსახიობი, თელავის საპატიო მოქალაქე და მრავალი ჯილდოს მფლობელი თემურ ხუნაშვილი გადაცემის „ჩემი საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც თელაველ მაყურებლებზე ისაუბრა. 

როგორც თავად თქვა, თელავის თეატრში ნახევარ საუკუნეზე მეტია მუშაობს:

„ჩემთვის თელავის თეატრი არის მსოფლიოში ყველაზე უფრო საუკეთესო და პირველი თეატრი. ჯერ ერთი თავისი ხმოვნებით, მეორეც 57-ე სეზონი მე მათთან ვარ. სიკეთის, წარმატების სიყვარულის მეტი არაფერი შემხვედრია. 

რაც შეეხება მაყურებელს, მსოფლიოში მსგავსი მაყურებელი არ ენახოს არცერთ თეატრს. 

თელავი იყო უძველესი ქალაქი, ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში იყო ქალაქი. ამიერ კავკასიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი თეატრი, რომელიც მოდის დღემდე“, - ამბობს თემურ ხუნაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„კარგი დღეა ფინანსური გადაწყვეტილებებისთვის...“ - 7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

„მისთვის ფუფუნება არ არსებობდა, მადლობა ღმერთს, რომ იგი მოგვივლინა მხსნელად“ - გურამ ურჩუხიშვილი მეფე ერეკლეზე