Digest Logo

6 თებერვალი მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა - დიდი მაესტრო 105 წლის გახდებოდა

1770374261
მიხეილ თუმანიშვილი

6 თებერვალი მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა. დიდი მაესტრო 105 წლის გახდებოდა. 75 წელი იცოცხლა, თუმცა მისი სახელის უკვდავსაყოფად, ეს დრო, საკმარისი აღმოჩნდა. 

1941 წელს, დიდ სამამულო ომში მებრძოლი, რამდენიმეჯერ დაჭრილა, ტყვედაც ჩავარდნილა, მაგრამ, ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. მძიმე ჭრილობის გართულების გამო, 1944 წელს თუმანიშვილი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც, თბილისში დაბრუნდა.

შემდეგ იყო სარეჟისორო ფაკულტეტი, გიორგი ტოვსტონოგოვის ჯგუფი და კარიერა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. შემდეგ იყო სხვადასხვა პერიოდები - რუსთაველის თეატრი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“, თეატრალური ინსტიტუტი, სადაც 1978 წელს, მისივე სახელოსნოს მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნუ გააგიჟებთ ცოლებს, ქართველმა კაცებმა უნდა მოიცილონ მექალთანეობა!“ - მაია ყუფარაძე ჯადოსა და სასიყვარულო მაგიაზე

🎥 „სიყვარულის დრო მოვიდა...ლიდერი ხდებით“ - მერკურის გადასვლა თევზების ზოდიაქოს ნიშანში: მიხეილ ცაგარელის ატროპროგნოზი

⭕„მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა...“- ფემიციდი გარდაბანში: დეტალები