მთელი მსოფლიო გასახდომი ინექციების ბუმმა მოიცვა, ეს 21-ე საუკუნის სამედიცინო რევოლუციაა, სადაც წონის დაკლება ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე გახდა შესაძლებელი. ერთის მხრივ, ეს არის თანამედროვე მედიცინის გარღვევა, რამაც ათასობით ადამიანს ოცნება აუსრულა, მაგრამ მეორე მხრივ, არიან დაზარალებულები, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე ფასი გადაიხადეს.
სად გადის ზღვარი ესთეტიკურ ოცნებასა და რეალურ საფრთხეს შორის? - აღნიშნულ თემაზე „პრაიმშოუში“ იმსჯელეს:
„ნებისმიერი წამალი არის სიცოცხლის გადარჩენისთვის გაკეთებული. 147-გვერდიანი კვლევაა და თავად ამბობენ, კვლევა ჩატარებულია დააახლოებით 7 000 ადამიანზე და პანკრიატიტი დაემართა. 700 კაცმა იჩივლა ამერიკაში, ვისაც დიაბეტი ჰქონდა და დაბრმავდა.
ამ ინექციის საქმე არის, ნელა გადაამუშაოს თქვენი საჭმელი. სიცხის დამწევს თუ დალევთ, წამალიც ნელა იმუშავებს ან საერთოდ აღარ იმუშავებს“, - ამბობს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რამ გადააწყვეტინა ციცინო შურღაიას გასახდომი პრეპარატის გამოყენება?