Digest Logo

🎥 77.54 ქულა და მეორე ადგილი - საქართველოს წარმატებული გამოსვლა ოლიმპიურ გუნდურ ტურნირზე

1770380588
 ბერულავასა და მეტელკინა

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს.

მოკლე პროგრამაში საქართველო ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა წარადგინა. მათი გამოსვლა 77.54 ქულით შეფასდა და 9 გუნდური ქულით მეორე ადგილზე არიან.

რიტმულ ცეკვებში იასპარეზა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილვა. მათ საქართველოს 5 ქულა შესძინეს. საერთო ჯამში, ორი დისციპლინის შემდეგ, საქართველოს 14 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.

მოგვიანებით მოკლე პროგრამით იასპარეზებს ანასტასია გუბანოვა, ხოლო 7 თებერვალს ნიკა ეგაძე გამოვა.

ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე 10 ქვეყანა გამოდის. ოთხი გამოსვლის ჯამში ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე ხუთი გუნდი გადავა და მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გერმანიაში მიემგზავრება და უხარია...“ - რა ფოტოს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე

⭕ 6 თებერვალი მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა - დიდი მაესტრო 105 წლის გახდებოდა

🎥 „ნუ გააგიჟებთ ცოლებს, ქართველმა კაცებმა უნდა მოიცილონ მექალთანეობა!“ - მაია ყუფარაძე ჯადოსა და სასიყვარულო მაგიაზე

წყარო: 1tv.ge