Digest Logo

8-10 თებერვლის ამინდის პროგნოზი - „ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“

1770383439
ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება

„8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი“, - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნიშნები იმისთვის, რომ გაიგოთ გაქვთ თუ არა მეორე ჩაკრა დაზიანებული - „მიჯაჭვულობა ადამიანებზე, ეჭვიანობა, დრამატიზმი“

„შეიძლება, ასტროლოგიური მეთოდები შევადაროთ საათს და მის ისრებს, სადაც დირექციები და პროგრესიები მოკლე ისარია“ - რას წერს ხათუნა ნოელი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც გაზაფხულზე ემოციური არასტაბილურობის დაძლევა და რთული პერიოდის გადალახვა შეუძლიათ