Digest Logo

8 ივლისს თბილისის 70-ზე მეტ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

1657256441
დენი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 8 ივლისს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს. 

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, I, II, III, IV კვარტლების,  ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ფერმწერთა, ბანძელაძის, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და ბაგრატ III ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, რაფიელ აგლაძის, დავით ბაქრაძის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, სპირიდონ კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ვანის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კაიშაურის, კიკეთის, აბულის,  ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვნის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და შანდორ პეტეფის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის, სოფელი დიდების (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის, ვაგზლის და მცხეთელის ქუჩების  მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ილორის, გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის,  წყალსადენის, მონასტრის, ტაძრის და ალექსანდრე წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ - აცხადებს თელასი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვინც აცრილი არ არის, უნდა აიცრას, ვინც ორჯერ არის აცრილი - „ბუსტერი“ გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი“ აუცილებლად გაიკეთოს - გამყრელიძე

🔵„თავი შეიკავეთ ეჭვიანობისა და ბრაზის გამოვლენისგან“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ჩემი შვილის საფლავიდან ჯვარი მოიპარეს...“ - მაია ასათიანი