Digest Logo

86 წლის ასაკში ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე ნელი სალაძე გარდაიცვალა

1781540828
86 წლის ასაკში ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე ნელი სალაძე გარდაიცვალა.

86 წლის ასაკში ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე ნელი სალაძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას სალაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.

ნელი სალაძე იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961-1962 წლებში), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964 წელს). სალაძემ მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976–1993 წლებში). მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (1979). ავარჯიშებდა ბელგიისა (1999–2001წწ) და იაპონიის (1992,1996, 2000, 2002 წლებში) კლუბების სპორტსმენებს.

სალაძეს 1999 წელს ღირსების ორდენი გადაეცა საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში, ბავშვთა ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი ორგანიზაციული, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. 2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„თითქმის დაკარგული ჰქონდა მხედველობა, ექიმი მოითხოვდა ბრძოლის შეჩერებას, მაგრამ მან ბოლომდე იბრძოლა, ჩვენ შენი გვჯერა, ჩემპიონო!“ - ბაბი კირკიტაძე

🎥 „21 ივნისის მზებუდობა არის განსაკუთრებული, რასაც კი ჩაიფიქრებთ, ყველაფერი აგისრულდებათ“ - ასტროლოგი ნინა სუსლოვას რჩევები!

⭕ფინანსური წარმატება, მოულოდნელი შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 15-21 ივნისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის