„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ - სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა სადაც 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა:
„9 აპრილი არის დღე, რომელიც მეამაყება, მომიტანა ბევრი ცრემლი. მე და ბევრ ქართველს. ძალიან დაძაბული პერიოდი იყო. მე და ცისანა მივედით რუსთაველზე ადიელებით, რაღაცები დავარიგეთ. მშიერი და გაციებული იყო ხალხი. როგორ შეიძლება იქ იყო და გაიღიმო.
მოვედი სახლში და დავურეკე ქეთი ჯაფარიძეს საოცარი ადამიანი. მოვიდა ქეთი, იყო მზად 9-ში უკვე მუსიკალური ფონიც ჩაწერილი იყო სინთეზატორზე. ასე შეიქმნა ეს სიმღერა“, - აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
36 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: