
კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ, 20 წლიანი სპორტული კარიერა დაასრულა.
იგი გადაცემა „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც სპორტზე, ოჯახსა და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა.
„ყველაზე დიდი მადლობა დედას ეკუთვნის. 90-იან წლებში ქალებმა გადაარჩინეს საქართველო...
ჩემი ოჯახიც დედამ გადაარჩინა, საკმაოდ შეძლებული ოჯახის წევრები ვიყავით, შემდეგ მხედრიონმა მამაჩემს ყველაფერი წაართვა, შემდეგ იყო ის 10 წლიანი პერიოდი, როცა დედა გახდა მებრძოლი, ჩემი და ჩემი დისთვის აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო“,- ამბობს გიორგი ცინცაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ბადარა ბუდუზი…“ – როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში ბუდუ ზივზივაძე