
რატომ არის მნიშვნელოვანი აღსარება ქრისტიანისთვის და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღსარება სწორად ჩავაბაროთ? - მამა თეოდორე გიგნაძე აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს:
„მოდიან და ჩამოწერილი მოაქვთ აღსარება. ვხედავ ზოგადად უწერიათ - მახასიათებს ამპარტავნება, ამაყი ვარ, უსიყვარულო ვარ.
აღსარება სულიერი პორტრეტი უნდა იყოს. აქ სად ჩანს შენი სულიერი პორტრეტი? ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. ეს დაღუპვაა ადამიანისთვის. ადამიანები ისე ბერდებიან ეკლესიაში, რომ აღსარების თქმა არ იციან. ეს არ არის აღსარება. ეს სულიერი პორტრეტი არ არის. ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. გესმით, როგორი საშიშროების წინ დგას ასეთი ადამიანი? არ გიცნობ, გეტყვის უფალი იმიტომ, რომ პიროვნულად არ გახსნილხარ არც საკუთარი თავის, არც უფლის წინაშე. ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს და ღმერთის წინაშე არ იხსნება. რომელ ცხონებაზეა ლაპარაკი?! ქრისტიანობა პრაგმატულად მოაზროვნე ხალხის რელიგიაა, რომლებმაც კონკრეტულად იციან, რა არის მათი საკეთებელი. ეს დისციპლინაში ვლინდება და ყოველი ნაბიჯის სისწორეში, სულიერი ცხოვრების რაციონალურ გადაწყვეტილებაში. ჩვენ კი გადღაბნილად ვცხოვრობთ. გაცნობიერებული უნდა მქონდეს, რას ნიშნავს ქრისტიანი“, - ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წადით რა ჩემი სთორებიდან...“ - რამ გააღიზიანა ინდირა ჯგერნაია?
🎥 „ბომბი დავამაგრე მანქანაზე...“ - გაიცანით, ერთადერთი სასწრაფოს მძღოლი ქალი, რომელიც ასევე ბაიკერია
🎥 „ვულგარული ქალები არ მომწონს ზედმეტად რომ ცდილობს წარმოჩენას…“ - როგორი ქალები მოსწონს ბორის ბედია