Digest Logo

🎥 „ადამიანი უფრო მეტად ახლოს იყო ბუნებასთან, მის კანონებთან, უფალთან...“ - როგორ ავწიოთ საკუთარი ვიბრაციული დონე, ერეკლე შონია

1773741461
ერეკლე შონია

როგორ იყენებდნენ ძალებს ძველი ცივილიზაციები, თანამედროვე დროის გამოწვევები, მათში ჩვენი როლი და ცვლილებები საერთო ველში - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რაზედაც პოდკასტში „შენ“ უცნობი მოვლენების მკვლევარმა ერეკლე შონიამ ისაუბრა. 

მისი თქმით, დედამიწაზე თავდაპირველად უფრო დიდი ცოდნები არსებობდა ვიდრე დღეს გვაქვს. გარდა ამისა, იგი ასახელებს დარგებს, რაც გაცილებით წინ იყო საუკუნეების წინ.

ერეკლე შონიამ ახსნა, როგორ ავწიოთ საკუთარი ვიბრაციული დონე:

„ადამიანებს ეწყებოდათ ხილვები, სასწაულები ჩნდებოდა და ასეთ ადგილებს იყენებდნენ. ერთი ვარიანტია, რომ ისინი პირდაპირ ხედავდნენ, გამოცხადებებით იყო ან მეორე, ზომავდნენ. მესამე ვარიანტია, გარკვეული პრაქტიკებით, როგორიცაა მარხვა, შიმშილობა, სულიერი პრაქტიკებით აღწევდნენ გარკვეულ მდგომარეობას, სადაც ჩანდა გამოსხივებები, სადაც იწყებდნენ მსხვერპლშეწირვას, ლოცვას, რიტუალების ჩატარებას, გარემოსა და ადამიანზე ზემოქმედებას. შემთხვევითობით ამ ნაგებობებში არაფერია, ველი ერთი მეტრითაც არ არის აცდენილი. 

გარკვეული დარგები, თუნდაც მშენებლობა, გაცილებით წინ იყო მაშინ, ვიდრე ახლა. სათავეში ცოდნა უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს გვაქვს შემორჩენილი. ადამიანი უფრო მეტად იყო ახლოს ბუნებასთან, მის კანონებთან, დაკვირვების დროს უფრო მეტს აღმოაჩენდა და უფრო მეტი კავშირი ჰქონდა უფალთან. 

ახალი ერაა მოსული, როდესაც ღვთაებრივი ნაკადი ადამიანის ცნობიერებას, ცხოვრების ხარისხს ცვლის. 

ფაქტია, რომ კაცობრიობა ამხელა ცოდნას ვერ დააგროვებდა, რადგან აქ ყოველთვის არის ომები, მომხვეჭელობა, ადამიანური აგრესია და ყოველ ჯერზე ხდება ამ ცოდნების დაკარგვა. ამ დროს გვხვდება კალენდარები, რომელიც არის 26 000 წლის ციკლის. დავარქვათ, რომ ამ პლანეტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს სხვა ცივილიზაციებმა, რომლებმაც გამზადებული ცოდნა მოიტანეს და ეს შემდეგ დაკნინდა. 

საზოგადოებამ კარგად დაინახა რა არის ინტერნეტი, ეს გარკვეული ქსელია, რომელიც ობობის ქსელს შეგვიძლია შევადაროთ, რომელიც ერთგან რეაგირებს და მთელ ქსელს გადასცემს ინფორმაციას. მთელი დედამიწა ასეა დაქსელილი ძალოვანი ველებით, ეს დედამიწის სტრუქტურის ნაწილია. იღებს ენერგიას, ზემოქმედებს და ეს ცოცხალი არსება გრძნობს ბევრ რამეს. მთელი კაცობრიობა დიდ კავშირში შედიოდა სამყაროსთან, უფალთან, აკეთებდა თავისი ენერგიის აქტივაციისთვის“, - ამბობს ერეკლე შონია. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„ყველა პასუხები შენს შიგნით არის, დაივიწყებ ამ ყველაფერს...“ - ლევან მათითაშვილი სანსკრიტულ ტექსტის თარგმანზე

🎥 „სირცხვილია! ჩემს თავს არ ვაკადრებდი ამას... რეალობა სხვანაირად იყო და ამას მალე მოვყვები“ - ენი გასიევა ყოფილ გერს პასუხობს

🎥 „როდესაც ეს გამოსახულება გაქვს მთელ ფეხზე და კლუბებში დადიხარ, რაღაც ცუდი დაგემართება“ - რა საფრთხის მომტანია ტატუს გაკეთება?