Digest Logo

„ადამიანი უმადური არ იბადება, მერე ხდება, გარემოებისდა მიხედვით...“- რას წერს გია ჯაჯანიძე

1706718218
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანების ურთიერთობებს და ზოგი ადამიანის უმადურობას ეხმაურება.

როგორ უნდა იყო მადლიერი იმ სიკეთით, რასაც გასცემ? - ტელეწამყვანი საზოგადოებას საკუთარი გამოცდილებით რეკომენდაციებს უზიარებს.

„ადამიანი უმადური არ იბადება, მერე ხდება, გარემოებისდა მიხედვით.

როცა, ადამიანს რამე სიკეთეს უკეთებ, ის მადლიერი იქნება თუ არ იქნება, უკვე შენ ამაზე აღარ უნდა იფიქრო. უნდა გახსოვდეს მისი ბედნიერი სახე და დამთავრდა.

როცა უყურებ, შენი გაკეთებული სიკეთით ვიღაც წარმატებულია, მორჩა, შენ ბედნიერი უნდა იყო და გულში უნდა გიხაროდეს.

როცა სიკეთეს აკეთებ და სამაგიეროს არ უნდა ითხოვდე, მაშინ შენი სული ძლიერდება და მადლმოსილი ხარ. გიმართლებს და ბედნიერი ხარ.

თუ ადამიანებს უმადურს ეძახი, ასეთი სიკეთე დაკარგულია, მძიმდები და უფრო აგრესიული ხდები, განიცდი და აბრკოლებ საკუთარ თავს, რაც შენს მომავალზე აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს.

ადამიანებს, როცა სიკეთეს უკეთებ, თან უნდა ასწავლო მადლიერება, ზურგს უკან კი არ უნდა გალანძღო ან წამოაძახო, არამედ, ალაგ-ალაგ უნდა შეახსენო და უთხრა: როგორი ბედნიერი ხარ, რომ შეძელი ოდესღაც მისი დახმარება.

მართლა გულწრფელად გეუბნებით, მე არ მხვდება უმადური ადამიანები, სწორად ვაწოდებ ჩემს სიკეთეს და მუდმივად ახსოვთ, თუ არ ახსოვთ, ამაზე ვერც ვფიქრობ, არ დავეძებ, მე ხომ ვიცი და მიხარია.

არ თქვათ, რომ სიკეთე დაუფასებელია, სიკეთეს განგება აფასებს. ნამდვილი კეთილი ადამიანი, სიკეთეს თავის- თავშივე აფასებს და იკვებება მისი სული, ღვთისგან ბოძებული.

მადლიერი ვარ, რომ მაქვს უნარი ვაკეთო სიკეთე.

მადლობელი ვარ, რომ დავინახო და დავაფასო კეთილი ადამიანები.

მე იმ ადამიანებისაც მადლიერი ვარ, რომ მაჩვენეს თუ როგორი არ უნდა ვიყო.

თქვენ განგება გაძლევთ ძალას და გონს აკეთოთ სიკეთე, განგების მადლიერი იყავით, რომ შეგიძლიათ ადამიანები გაახაროთ“,- წერს ჯაჯანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„არის ბუნებრივ კომაში და მართვით სუნთქვაზე“ - ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

 მარგალიტებივით გამორჩეული ფილმების რეჟისორი, თენგიზ აბულაძე 100 წლის გახდებოდა

🎥 როგორია ხანდაზმული ადამიანების ცხოვრება საქართველოში და ხანდაზმულთა შინ მოვლის გამოცდილება