როგორია ხანდაზმული ადამიანების ცხოვრება საქართველოში? - ამის შესახებ რეპორტაჟი „იმედის დღემ“ მოამზადა.
სადაც საუბარია, უფროსი თაობის ყოველდღიური სირთულეებზე და ხანდაზმულთა შინ მოვლის გამოცდილებაზე.
თამარ იმნაძე „მხარდაჭერის სახლის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია.
„მხარდაჭერის სახლი“ ავსტრიული პროექტის მოდელია, რომელიც საქართველოში 2020 წელს შემოვიდა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად 2 მიმართულებით ფუნქციონირებს. ჩამოყალიბდა მხარდაჭერის სახლები, მასში კი ჩართული სერტიფიცირებული გუნდი, უფროსი თაობის წარმომადგენლებს შინ მოვლის პროფესიონალურ მომსახურებას უწევენ. ამავე სახლების ბაზაზე კი, ასევე ფუნქციონირებს ჯანსაღი დაბერების ცენტრები, სადაც ხანდაზმულები ყოველდღიურად იკრიბებიან.
ამ ეტაპზე ჯანსაღი დაბერების ცენტრები - გორში, დმანისში და დაბა კაზრეთში ჰყავთ, ხოლო „მხარდაჭერის სახლი“ შინ მოვლის პროგრამა, მხოლოდ გორსა და დმანისში მოქმედებს.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„არის ბუნებრივ კომაში და მართვით სუნთქვაზე“ - ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება
⭕ მარგალიტებივით გამორჩეული ფილმების რეჟისორი, თენგიზ აბულაძე 100 წლის გახდებოდა