თერჯოლაში 24 ნოემბერს 37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა - დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
ფემიციდის უმძიმესი ფაქტის შესახებ თვითმხილველები „ტვ პირველთან“ ჰყვებიან.
„აფეთქების ხმა იყო, გადმოვიხედე და კაცი ეგდო ძირს. ჩამოვედი ძირს, კარებს ვეღარ აღებდნენ და გოგო იყო შიგნით დაღუპული. დაიწვა. ქმარმა მიაკითხა ცოლს, არავის არ დაუნახავს. შევიდა, ელაპარაკებოდა, გადაასხა ბენზინი და დაწვა. ორივე კარი იყო ჩაკეტილი, უკანა გასასვლელიც. ეს გოგო ადგილზე დაიწვა. ვიცი, რომ დაშორებულები იყვნენ. ძალიან მიყვარდა თამილა და ძალიან განვიცადე. რაზე წვავ, რაზე კლავ, შენი გაზრდილი ხომ არ არის“, - ამბობენ თვითმხილველები.
ცნობისთვის, კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: