Digest Logo

აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი მძიმედაა - უახლესი ცნობები ვაზისუბნიდან

1698075351
სასწრაფო

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთ-ერთი მძიმედ, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა. ის ხანდაზმული ქალბატონია.

კორპუსიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. როგორც მოსახლეობა ამბობს, აფეთქების დროს, გვერდით კორპუსებშიც ძლიერი ხმა იყო.

აფეთქება, 9 სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, დაგროვებული ბუნებრივი აირისგან, თუმცა ეს დაზუსტებული ჯერ არ არის. დაზიანებულია ზედა რამდენიმე და ქვედა სართული. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვაზისუბანში ხანძარი ლიკვიდირებულია - დაშავდა 1 ადამიანი

🔵სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას რომაული ქორწილი

🔵🎥 სად იცხოვრებენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე - კვარაცხელიას გასაიდუმლოებული ქორწილის ექსკლუზიური დეტალები

წყარო: rustavi2.ge