კუზანოვების ოჯახი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სამედიცინო დინასტიაა, რომელიც ათწლეულებია ასოცირდება პლასტიკურ, ესთეტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიასთან. ოჯახის წევრები არა მხოლოდ წამყვანი ექიმები, არამედ აქტიური საზოგადოებრივი და მედია ფიგურებიც არიან.
ბაბუა (ივა კუზანოვი) და შვილიშვილი (ბაია კუზანოვი) გადაცემის „იმედის დღე“ სტუმრები იყვნენ, სადაც პლასტიკური ქირურგიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, ბაიამ მაყურებელს გაანდო, რომ ბავშვობაში 2 თითი ძლიერად დაიზიანა, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდა:
„აი, ეს ორი თითი მიკერებულია. 13 წლის ვიყავი რკინის დიდ კარში ჩამყვა.
[ივა] 6 საათი მიკროსკოპის ქვეშ იჯდა“, - ბაია და ივა კუზანოვები იხსენებენ შემთხვევითობის დროს დაზიანებული თითების ოპერაციას.
შეგახსენებთ, რომ ბაია კუზანოვა ცნობილი ქართველი ექიმისა და ტელეწამყვანის, ნინო ნადირაძისა და პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის უფროსი ქალიშვილია.
ბაიამ ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. ის მამისა და ბაბუის (ივანე კუზანოვის) მსგავსად პლასტიკური ქირურგია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ავარია ქუთაისში - დაიღუპა ქვეითი: „ნერვიულობისგან გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლიც“